თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 16 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 16 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 16 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, გელოვანის გამზირის, დიდგორის, გოგიშვილის, სარაჯიშვილის, ემხვარის, კვანტალიანის და გოძიაშილის ქუჩების  მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიდგორის, გოგიშვილის, სარაჯიშვილის, ემხვარის, კვანტალიანის და გოძიაშილის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, კანდელაკის, ტაშკენტის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, გამრეკელის, ლომონოსოვის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, გელოვანის და გაგარინის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის, შალვა ახალციხელის, მეფე არჩილის, სანდრო მირიანაშვილის და ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის,  ჯავახეთის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და სულაქველიძის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ჯანჯღავას და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II, III კვარტლების, რობაქიძის გამზირის და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.