თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით ყიფიანისა და ფოთის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოკა კლდიაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა, ტიციან ტაბიძის, აბაშელისა და რაზმაძის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძისა და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძისა და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილისა და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, მიქატაძის, ხერგიანის, ომარ ხიზანიშვილის, კანდელაკისა და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუასა და ხიზაბავრის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარისა და ხიზამბარელის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 8 მარტის, ბოცვაძის, ზალდასტანიშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის, ზანდუკელისა და გურიის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, გამსახურდიას I, II კვარტლების, ხვიჩიას, შარტავას, კოსტავას, საბურთალოსა და ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირისა (ნაწილობრივ) და პეტრე ქავთარაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მახალდიანისა და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ნავთლუღის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, კახეთის შესახვევის, იუნკეთა, სოლომონ დოდაშვილის, ჩკალოვის, ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკისა და შირაქის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლებისა და რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის აღმართის, ახოსპირელისა და შალვა დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.