თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების IX კვარტლისა (ნაწილობრივ) და ურეკის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის, ზარზმის, ილორის, ვლადიმერ ნანეიშვილისა და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, აჯამეთის, ზურაბ ქვლივიძის, გოცირიძისა და კანკავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის II კვარტლის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, ციალა გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, პეტრიწისა და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის II კვარტლის, საირმის გორის, საირმის, საბურთალოს, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, ციალა გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, პეტრიწისა და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საირმის გორის, საირმის, შმიდტისა და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძისა და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ლევან მიქელაძის, თენგიზ აბულაძისა და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლებისა და სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, იუნკერ მიხეილ იოსელიანისა და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.