თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიშნიანიძის, შავთელის, ბარათაშვილის, გომის, ასკანის, ბეთლემის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, თუმანიანის, ჯვარედინის, ჩახრუხაძის, ავლევის, გორგასლის, გრიშაშვილის და იბრაჰიმ ისპაჰანელის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის, ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.