თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, სამგორის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, III მიკრორაიონების, შანდორ პეტეფის, მშველიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, გახოკიძის და მეველეს ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IIა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, გომის, თუმანიანის, იერუსალიმის, ასკანის და ჯვარედინის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ფერმწერთა და ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე ჭავჭავაძის, ლიხის, ვეძინის, ჩაბალოს, ქიქოძის და გიგაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხელოვანთა და შველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

დატოვე კომენტარი