თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის, აგლაძის, შალვა გოგიძის, ნოდარ ბოხუას და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, გურამ ქუთათელაძის, დომენტი ჟღენტის, ჩარგლის და ჩარხის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელ ციციშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ქვემო ვეძისის დასახლების, ანაგის, გაგარინის, ილია ოდიშელიძის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, გაბრიელ ისაკაძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, გოთუას, სახოკიას, ყუშიტაშვილის, არდაზიანის, გამსახურდიას, შარტავას, ოჩამჩირის, კანდელაკის, ვიტალი დარასელიას, ზოვრეთის, ოდესის, სოკრატ არშბას, კოსტავას, მგალობლიშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა, დავით სარაჯიშვილის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის და შატბერაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ბესიკის, ყიფიანის, კოტე მესხის, ვეძინის და ჭონქაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.