თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ქსნის, ფეიქართა და უცნობ გმირთა ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ფეიქართა, კელაპტრიშვილის, სტურუას, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ბიჩინაშვილის, მესხის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის II, III კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შოთა ნადირაშვილის (ნაწილობრივ), ირბახის, დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ბადიაურის და წურწუმიას ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა დიდებას, ბეთანიის და კოჯრის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), მთაწმინდის, ბესიკის, რიწის, მაყაშვილის, ყიფიანის, მესხის, ჭონქაძის, კაკაბაძის, გრიბოედოვის, ჟვანიას, ძმები ზუბალაშვილების, შევჩენკოს, ასათიანის და ვეძინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ბახტრიონის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის (ნაწილობრივ) და ერისთავის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის (ნაწილობრივ), ბაზალეთის და ფალიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 16 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კოკა კლდიაშვილის და რამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.