თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და კაციტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ანდრო ჟორდანიას, თელეთის, წავკისის, ლომინაძის, ღოღობერიძის, სურგულაძის, ევგენი გეგეჭკორის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გაზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, ბახტრიონის, მიცკევიჩის, დავით გამრეკელის, კუტუზოვის და ირაკლი გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიელის, შალვა ნუცუბიძის და ძოწენიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ევროპის მოედნის, მეტეხის აღმართის, ჩეხოვის, რუისის, ჯორბენაძის, მეტეხის, დუტუ მეგრელის, ჯავახეთის, ზაქარია მხარგრძელის, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, რომანოზ ხომლელის, ვაჟა ივერიელის, წინანდლის და ხახანაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის და ბოჭორიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ „თელასში“.