თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთლი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, IX, X კვარტლის, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის, შუამთის, თრიალეთის, ქინძმრაულის, ლორთქიფანიძის, მროველის, ნახუცრიშვილის, იუმაშევის, ორახელასშვილის, გოკიელის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის III მიკორორაიონის II კვარტლის, იოზეფ პილსუდსკის გამზირის, ძეგლევის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, კალოუბნის და პატარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღის III მიკორორაიონის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხერგიანის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ზარზმის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, წინამძღვრიშვილის (გლდანი), პატარა ტბის და ხერგიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, სოფელი ჭალას, სოღანლუღის, მარნეულის და ჭალადიდის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში”.