თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV, VI, VIII, IX, X კვარტალების, ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, მერვე ლეგიონის დასახლების, კაკლიანის, საცხენისის, აბაშვილის, შუამთის, კალოუბნის, ჯავახეთის, ჩაჩუას, ელდარის, რამიშვილის, ლაღიძის, წულუკიძის, თრიალეთის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ახმეტელის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანის ხევის დასახლების, ზარზმის, ილორის, ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, რუსუდანის, ბოგდან ხმელნიცკის, ივლეთის, მთისძირის, ტვიშის, უშაკოვის, ამირეჯიბის, მშველიძის, წალენჯიხის, მიქელაძის, გეზათის, ყვარლის, ტოლენჯის, მესხეთის, რატილის, ახმეტის, გუთნის, თეოდორე ჩიხლაძის, წინანდლის და ხახანაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის (ნაწილობრივ) და ონიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ანაგის, ცინცაძის, საბურთალოს, გაგარინის, დარასელიას, კანდელაკის, შარტავას და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თარხნიშვილის და მელიქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში”.