თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტარიელ სვანიძის, ხორავას, ერეკლე ტატიშვილის, ბარნოვის, ყაზბეგის, მელიქიშვილის, ინოლა გურგულიას, დიმიტრი ბაქრაძის, გუდაურის და თარხნიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ვანის, ზუგდიდის, სპირიდონ კედიას, ცემის, სოხუმის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, დავით ბაქრაძის, თევდორე მღვდლის, იროდიონ ევდოშვილის და სტანისლავსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ მეორეს და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, იოსებ გრიშაშვილის, ფაბრიკის, ფირდოუსის, საბატონოს და წითლანაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, III კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II, III კვარტლების, თემქის დასახლების X კვარტლის, ჩარგლის და ფეიქართა ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ბაბუციძის, ქინძმარაულის, ნაკადულის და ოცხელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ალექსეევკის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ქართველიშვილის და კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ივანე ჯავახიშვილის, ოცდაექვსი მაისის, ტოვსტონოგოვის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, დოდაშვილის, ბოლნისის, ჩკალოვის და სახალხოს ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, აკაკი გელოვანის, ნიკოლოზ ბერაძის, ძმები კარბელაშვილების, სიხარულის, პიმენ ყურაშვილის, ივანე სარიშვილის, აკაკი ბაქრაძის, გურამ ნიჟარაძის, ხახულის და მაღლაკელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალანდაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაზოს, გელა ჭედიას, შუშის და მონასტრის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.