თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ტიციან ტაბიძის, ფალიაშვილის, დარიალის, კავსაძის, მოსაშვილის, ირაკლი აბაშიძის და გიორგი მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ნინო რამიშვილის და ატენის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალშენის, იოსელიანის, ბალანჩივაძის, ჭიათურის და გურამ ბზვანელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, მეფე მირიანის, სტრაბონის და არქანჯელო ლამბერტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა ფშაველას გამზირის, იყალთოს მთის, საირმის გორის, საირმის, შევარდენიძის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, მიხეილ თამარაშვილის და გივი კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ახალშენის, სიმონ ჩიქოვანის, შარტავას და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), პუშკინის, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, მთაწმინდის, უკლებას, ბესიკის, კრავეიშვილის, ყიფიანის, ვილნიუსის, მესხის, ინგოროყვას, ძმები ზუბალაშვილების, ვახტანგ მოსიძის, ჭონქაძის, არსენას და ვეძინის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, კეკელიძის, გალის, ნინო ჟვანიას (ნაწილობრივ) და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ფიფიების, ცაბაძის, გორის და ვლადიმერ ვორონინის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბისკირიას მოედნის, მაცეხის, ორხევის, კალატოზის, ქედის, ურიცკის, ელენე ახვლედიანის, გაბისკირიას, სპარტაკის, სამოქალაქოს, სამრეკლოს, გრემის, კარდანახის, კონსტანტინე ერისთავის და ბახვის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, ხევძმარის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ხიზამბარელის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გლდანის ხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, ავჭალა-1 დასახლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, მუხიანის II მიკრორაიონის, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხევძმარის, რამაზ შენგელიას, ალეკო გობრონიძის, ქერჩის, ნიკოლოზ შენგელიას და ხიზაბავრის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის ჩიხის და კახეთის გზატკეცილის მე-8 კილომეტრის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.