თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-2 IIIა მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს, კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, აეროპორტის დასახლების, თვალჭრელიძის, ენუქიძის, ქიზიყის, კოტეტიშივლის, კუპრაძის, მაჭავარიანი-წერეთლის, სადგურის, რწმენის, სესილია თაყაიშვილის, თრიალეთის, ჯავხეთის, რაფაელ დვალის, აკაკი ჩხენკელის, ქინძმარაულის, რქაწითელის, საფერავის, ნაკადულის, ზემო მეტალურგიის, ჩხიკვაძის, თავკვერის და ველისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების IX კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის, ჯაფარიძის და ურეკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მუხიანის I მიკრორაიონის, ავჭალის გზატკეცილის, შენგელიას, ახმეტელის, ალეკო გობრონიძის, კაჭარავას, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ხიზამბარელის, ჭრებალოს, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ბარისახოს (ნაწილობრვ), დავით სარაჯიშვილის, გაგრის, უწერის და გელა ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მირცხულავას, ტრანსპორტის, თორნიკე ერისთავის, პროლეტარის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და კარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის და წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, ძეგლევის, თელავის, ძევერის, შორაპნის, შირაქის, ზინდისის, ავლიპ ზურაბაშვილის, კოშკოვანის, დოესის და გარეკახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.