თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდი ლილოს, მოსკოვის გამზირის, ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), მეველეს, თრიალეთის, გახოკიძის, მაისურაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის, გუდიაშვილის, ვაჩნაძის, ასათიანის, ჯორჯაძის, ლეონიძის, ვასო აბაშიძის, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, მანჯგალაძის, განათლების, მთაწმინდის, კრავეიშვილის, ჩიტაძის, მოსიძისა და უკლებას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, V კვარტლების, იასამნის, პეტრე სარაჯიშვილისა და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზიგზაგის II ქუჩის, ზიგზაგის, ბოგვის, ჟინვალის, გვაზაურისა და ჩარგლის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, დემნა შენგელაიას, მამკოდისა და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, ზაჰესის, მანაგაძის, სკოლისა და ბიჭვინთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, საბანაკოს დასახლების, გუჯარეთის, პაპიაშვილის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და თანდაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში”.