თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების, რჩეულიშვილის, ანაპის, უცნობ გმირთა, გურამიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, თემქის და ზღვისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ქერჩის, ზარზმის, ილორის, უწერის, გაგრის, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ლორთქიფანიძის, ჭრებალოს, ბარისახოს, ვეკუას, ვასაძის, ხიზანიშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, ზაჰესის, მანაგაძის, სკოლის და ბიჭვინთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, გორის, თევდორე მღვდლის, ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და ჩიტაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავას და კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვატლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის და შატილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგრატიონის, ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, პაატა ჯანელიძის, ბოგდან ხმელნიცკის, გეთიას და არსენ იყალთოელის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.