თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და V მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სამგორი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, სამგორი-II დასახლების, ლილოს დასახლების I, II მიკრორაიონების, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, სადგური „ლილო“-ს დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, იგორ ტყემალაძის, მეფრინველეთა, კამოს, ღლონტის, ევგენი აფხაზავას, თენგიზ სტურუას, ლეონტი მროველის, გიორგი(გუგა) ნახუცრიშვილის, ელენე გოკიელის, იუმაშევის, ფრანგულიანის, ჭირნახულის, თვალჭრელიძის, ენუქიძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის I კვარტლის, სამგორი-I დასახლების, შუამთის და თრიალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ლაღიძის, ჩიტაძის, ბესიკის, გრიბოედოვის, ვასო აბაშიძის, ზურაბ ჟვანიას, მიტროფანე ლაღიძის, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილების, ინგოროყვას, შევჩენკოს, ჭანტურიას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, რიწის, ყიფიანის, მესხის, მთაწმინდის, ჭონქაძის, პოლიკარპე კაკაბაძის და ვეძინის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის და ჯანაშიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების და ზურაბ საკანდელიძის ქუჩის მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაქთაქიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ავთანდილ ღოღობერიძის და ქსოვრელის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს, ბახტრიონის, კოსტავას და მიხეილ ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ერმილე ბედიას და მარუშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვასო გოძიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასლანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში”.