თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ალექსანდრე წერეთლის, კუპატაძის, ლაზოს, შუშის, ტაძრის, წყალსადენის, დავით სარაჯიშვილის, მონასტრის, გელა ჭედიას და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ილია ვეკუას, თიანეთის, ხევძმარის, ხიზაბავრის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის და აკაკი ვასაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამგორი-2 დასახლების, იაკობ ხვედელიანის, ბესარიონ ქებურიას, აეროპორტის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის და იუმაშევის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, ბოცვაძის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და თავისუფლების მოედნის მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შხეფის და მესხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის მთის, მახათას მთის, ახუთის, პეტრე ბაგრატიონის, თამარაშენის, ჩეჩელაშვილის, გუმათის, პაატა სააკაძის, დავითაშვილის, მნათობის, ხუდადოვის, მახათის და ზეთისხილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, შალვა ნუცუბიძის, თამაზ ნადარეიშვილის, კამანის, გაზაფხულის, ინტენსიფიკაციის და იოველ ჯებაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.