თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოლოლაკის ხევის, გალაკტიონ ტაბიძის, მთაწმინდის, ლეონიძის, დადიანის, ყიფიანის, ასათიანის, გერგეთის, ლერმონტოვის, ბეთლემის, ლორთქიფანიძის, ჭონქაძის და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის ახალი გზატკეცილის, კომკავშირის ხეივნის და მარო მაყაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I და II მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, ლაზოს, შუშის და წყალსადენის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, სამგორის დასახლების, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ვაზისუბნის, ლაღიძის, მანდელშტამის, ბერი გაბრიელ სალოსის და კაკაბეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, ჭირნახულის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სელიმ ხიმშიაშვილის, ოლგა კონსკაიას, სტურუას, ქებურიას, ურიდიას, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, კიკნაძის, ჩხიკვაძის, ინანიშვილის, სურგულაძის, მიხეილ მესხის, ასათიანის, ძმობის, ეროსი მანჯგალაძის, მიქატაძის და ალილუევის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ზაქარიაძის, დოლიძის, ქარელის, შარტავას, ცინცაძის, გოდერძი ჩოხელის, კვერნაძის, ბერბუკის, ასლანიდის, აფაქიძის, კოდორის, ბოჭორიშვილის და ალმასიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირიან მეფის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, ბოცვაძის, თვალჭრელიძის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), დოლიძის, გოგოლის, სურამის, ნინოშვილის, აბასთუმნის, სამღერეთის, ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, ფოცხვერაშვილის, კონსტიტუციის და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის და ოქროყანის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში”.

დატოვე კომენტარი