თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მარატ ნოზაძის, დუმბაძის და გამარჯვების ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, სამგორის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 III კვარტლის, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, გუგუშვილის, სანაძის, დობორჯგინიძის, მებაღეობის, ჭიჭინაძის, ეკატერინე ბაღდავაძის, რევაზ მამისაშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქიზიყის, თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის, ბერიაშვილის, კაკლიანის, დამპალოს და აბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, საბატონოს, გულუას, გორგასალის და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV, Xა კვარტლების, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), რჩეულიშვილის, ხევძმარის, ფეიქართა, თემქის, ზღვისუბნის, შეშელიძის, გაგილაძის და ავშნის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის და ტაბახმელას მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-III მასივის – IV კვარტლის, ვაზისუბნის I, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის, შანდორ პეტეფის, შალვა მშველიძის, დავით კვაჭანტირაძის და ქეთევან წამებულის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებენ „თელასში“.