თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), წყაროთუბნის, მწვანე და ნიკო კეცხოველის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის „ა“ მიკრორაიონის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ომარ ხიზანიშვილის და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანის ხევის დასახლების, ზარზმის, ილორის, რომან ჭელიძის, დავით სარაჯიშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, იუმაშევის და მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, ვარკეთილი დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ლადო ალექსი-მესხიშვილის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკო ნიკოლაძის, ვაშლოვანის, ენელე ახვლედიანის, ქიაჩელის, მელიქიშვილის, მიმინოშვილის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თორნიკე ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების, სამგორის დასახლების, ივერიელის, გოჩა ონაშვილის, მანდელშტამის, ლაღიძის და ხარაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ისნის, მეტეხის, ურბნისის და დუტუ მეგრელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, საბურთალოს, ბახტრიონის და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფიროსმანის, ჩიტაის, კონსტიტუციის, გოგი დოლიძის, გოგოლის და კლდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კიკეთის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.