თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაოინების, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და თაყაიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, IV, X კვარტლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 „დ“ ქუჩის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის, მერვე ლეგიონის დასახლების, სამხედრო დასახლების, აეროდრომის დასახლების I ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), აბაშვილის, კალოუბნის, საცხენისის, ლაღიძის, რამიშვილის, შუამთის, ჩაჩუას, თრიალეთის, ლორთქიფანიძის და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრავეიშვილის, ჩიტაძის, კირილე უკლებას, მოსიძის, კოტეტიშვილის, ასათიანის, მთაწმინდის, ინგოროყვას, ყიფიანის, არსენას, ვეძინის და ბესიკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ყვარლის, რატილის, ტოლენჯის, ამირეჯიბის, ტვიშის, წალენჯიხის, გეზათის, მიქელაძის, მთისძირის, მესხეთის და უშაკოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.