თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, ორხევის დასახლების, ქიზიყის, ენუქიძის, მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტვიშის, უშაკოვის, ყვარლის, ამირეჯიბის, მესხეთის, შალვა მშველიძის, მთისძირის, წალენჯიხის, მიქელაძის, გეზათის, მეტრომშენის, ტოლენჯის, რატილის და მეტეხის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ანაგის, გაგარინის, დარასელიას, კანდელაკის, შარტავას და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაჟა-ფშველას გამზირის (ნაწილობრივ), ძოწენიძის, გამრეკელის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, ოჟიოს, მიროტაძის, კოსტავას, იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის და დოლიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭვაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.