თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის, ზღვისუბნის, სამღერეთის, ზაქარაიას და ინტერნატის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულიას ქუჩის მცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, ხეივნის, ბადაგის, გრიშაშვილის, საბატონოს, წითლანაძის და გულუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 “დ“ ქუჩის და შუამთის ქუჩის მცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ენუქიძის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, მებაღეობის, რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს, ტეხურის, გამრეკელის, საბურთალოს, ბაგრატიონის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოცვაძის, კოსტავას, ვერიკო ანჯაფარიძის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის და შიო მღვიმელის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანია „თელასში“.