თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის და კარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ელიავას, ვახუშტი ბაგრატიონის, აგლაძის, ხოშარაულის და ქუთაისის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 16:00 საათიდან 21:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კოსმონავტების სანაპიროს და გუდაუთის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 16:00 საათიდან 21:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის II დასახლების, რაზიკაშვილის, გუმათჰესის, ცისკარიშვილის, გუმათის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, ნუგზარ საჯაიას, ორბელების და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის, ხევძმარის, თემქის და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტლების და გია რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, მხარგრძელის, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, 17 შინდისელი გმირის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, გუდარეხის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ბეთანიის, გოლოვნის, საინგილოს, ბზიფის, თეძამის, განთიადის, დომინიკა ერისთავის და მარტყოფის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიძის, მაჭავარიანის, დემეტრე თავდადებულის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანია „თელასში“.