თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგი დოლიძის, გოგოლის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილი ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე ტატიშვილის, ბარნოვის, შოთა მილორავას, ყაზბეგის, ალექსი მაჭავარიანის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ზანდუკელის და თარხნიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის, იალბუზის, ბოჭორმის, არბოშიკის, სამასი არაგველის, ბოდბეს, შავსოფლის და ლუსინიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საქსოფმანქანის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, წუწუნავას, დავით კაკაბაძის, ვაჟა ბანეთიშვილის, გოკიელის, სააკაძის, თენგიზ ჩანტლაძის, ესენინის, მუხაძის, ფიროსმანის, მერაბ კოსტავას, ახვლედიანის, ამირანაშვილის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, ბალანჩივაძის, დოლიძის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის და გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.