თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ზაზიშვილის, ჩუბინაშვილის, მარუაშვილის, გოგი დოლიძის, ხათუნა დონდუას, კლდიაშვილის და ორჯონიკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის, იუმაშევის და ევროპის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახების IX, Xა კვარტლების და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, გარიყულის, თიანეთის, ალექსანდრე ბარამიძის, სიხარულიძის, ჩარგლის და გამყრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და კაკაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბალანჩივაძის, ჩიქოვანის, ახალშენის, ტაშკენტის, ნუცუბიძის, ჩხიკვაძის, ონიაშვილის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის IV კვარტლის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის, ნუცუბიძის, კაპანელის, ხომლის და ამაშუკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,” – აცხადებენ „თელასში”.