თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, ქინძმარაულის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, სადგურის და ნინოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, „ორთაჭალა ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიის, შავიშვილის, ვლადიმერ წითლანაძის, გულუას, დიდი ხეივნის, II ხეივნის, ვეკუას, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის ( ნაწილობრივ) და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვიშხეთის და ერწოს ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო. „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის II, III, IV, V მიკრორაიონების, თიანეთის გზატკეცილის, გაგარინის, ვართაგავას, დემნა შენგელაიას, რამაზ შენგელიას, მორეტის, მამკოდის, გმირ კურსანტთა, ნიკოლოზ შენგელაიას, ტაბიძის, ქერჩის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, შანიძის, გალის, უმიკაშვილის, გოგებაშვილის, გუნიას, თერგის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, ალეკო შენგელიას, მელიქიშვილის, ლარსის, ნათია ბაშალეიშვილის, ბარნოვის, რჩეულიშვილის და რეზო ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.