თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„სამგორის რაიონი – 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის გახოკიძის და მაისურაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუამთის (ნაწილობრივ) და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის, ვასო აბაშიძის, რიგის, შოვის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, კავსაძის, ირაკლი აბაშიძის, ლეჟავას, მცხეთის, მარაბდის, შენგელიას, ბაზალეთის, ნუცა ღოღობერიძის, ნაფარეულის, ქობულეთის, ჯანაშვილის, კეკელიძის, ერისთავის, შატბერაშვილის, ქუთათელაძის, შროშის, ბარნოვის, მარუხის გმირთა და ნინო ჟვანიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალსადენის ქუჩის მცხოვრებლებს. 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ვეკუას, ვასაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, აბასთუმნის, სადგურის და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და სპირიდონ კედიას ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი –  13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, შინდისის, ტაბახმელას და კოჯრის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებენ “თელასში”.