თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ბეჟან კალანდაძის, თორთლაძის, გრიშაშვილის, მელქაძის, მარტვილის, ორთაჭალის, წინანაურის, მეფისაშვილის, ნოდარ ტაბიძის, ბერძნის და ნადიკვარის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის, ე.წ. სვანების დასახლების, გორგასლის, ბეჟან კალანდაძის, ნადიკვარის და მარტვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნისა და რუსთაველის გამზირის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, შანიძის, კერესელიძის, ტატიშვილის, გალის, თერგის, ჯანაშიას, ბარნოვის, ყაზბეგის, მილორავას, ბელინსკის, პეტრიაშვილის, მაჭავარიანის, ზანდუკელის, გუდაურის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის, ბაშალეიშვილის და რჩეულიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, მიხეილ თამარაშვილის, გიორგი წერეთლის, გაბაშვილის, ყიფშიძის და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღვინის აღმართის, ევროპის მოედნის, ფერიცვალების, ურბნისის, დუტუ მეგრელის, მეტეხის და ისნის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV, VII კვარტლების, სამგორი-2 დასახლების, თრიალეთის, შუამთის, საცხენისის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხათუნა დონდუას, მამრაძის, რეხის, ჩიტაიას, ცოტნე დადიანის, გროზნოს, გოგი ზაზიშვილის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, ქინქლაძის, პაატა სააკაძის, ასპინძის, ლამის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ძეგამის, ახუთის, ბოდავის, გუმათის, სალიების, ხრამხესის და ბერიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ანჯაფარიძის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, I, II, VII, VIII მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.