თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), ბარათაშვილის, ფურცელაძის, ვეკუას, მტკვრის და ორბელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ბეჟან კალანდაძის, ნადიკვარის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის და ბაგების დასახლების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, კოსტავას, ბაქრაძის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, ბელინსკის, ძმები კაკაბაძეების და ზანდუკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის, სამგორის, მეველეს და ნადირაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა მიკრორაიონების, სამხედრო დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ეკა ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის და ნათაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა დასახლების, ქავთარაძის, (ნაწილობრივ), ონიაშვილის (ნაწილობრივ), შმიდტის, საირმის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.