თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, ცაგარელის, შმიდტის, ბურძგლას, ბახტრიონის და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ნოდარ ბოხუას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ჩხავერის, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ზემო მეტალურგიულის, თავკვერის, ველისთავის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ზაქარია მაისურაძის, გიორგი ბაბილოძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის, მუხიანის აგარაკების და წყაროთუბნის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, ჭიჭიკო ბენდელიანის, საყვირის, ზესტაფონის და სერგი ჭილაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და ვაკის რაიონები – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, ზიჩის და ფალიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.