თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

დიდგორის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი –  ელექტროენერგია 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და გვაზაურის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, ხიდის, ათონელის, ფხოვის, ორბელიანის და ხიდისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის და ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, ლოჭინის ხევის და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ნაკადულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება: იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II, IIა ზონების, ემხვარის, პეტრიწის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ფერმწერთა ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.