თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის ნაკვეთების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და ალეკო გობრონიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გობრონიძის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის და ბოჭორიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასხლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV, X კვარტლების, ზღვის უბნის დასახლების III მიკრორაიონის IV, V კვარტლების, ილია ნიჟარაძის, გიორგი ავალიშვილის, ავშნის, ნუშის, ისაკიანის, ჯანაშიას, გია რომელაშვილის, ანტონ II, მონადირის, ვახტანგ ფირცხალავას, ღრმაღელეს, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის და ვანათის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის, ვაჩნაძის, პუშკინის და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რევაზ ჯაფარიძის, რჩეულიშვილის, ზემო ვაკის, გალის, კეკელიძის, შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, სამშენებლო დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, ოსიპ მანდელშტამის, ხომლელის, კალოუბნის, ჯავახეთის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, წულუკიძის, ჩაჩუას, რამიშვილის, მხარგრძელის, ლაღიძის, რევაზ მამისაშვილის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, ქიზიყის, ქინძმარაულის, ნაკადულის, საფერავის, ალექსანდროულის, ჩხავერის და თაკვერის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და სტანისლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, ვაგზლის, შოთა ნიშნიანიძის, ცოტნე დადიანის და სადგურის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ნინო რამიშვილის, ბარნოვის, ქობულეთის, მცხეთის და შროშის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

დატოვე კომენტარი