თბილისის ორ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ორ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ორ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება. საუბარია პეტრე იბერის, პეტრიწისა და თავდადებულის ქუჩებზე. ასევე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩას. ნუცუბიძის ქუჩაზე კი ელექტრომომარაგება
13:00 საათიდან 17:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ვაკის რაიონს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ კეკელიძის, შატბერაშვილისა და ჟვანიას ქუჩებზე.