თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა გრძელდება
თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, მესამე დღეა, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა გრძელდება.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი პოლიციის მთავარ სამმართველოში საკუთარ უფლებადამცველთან ერთად რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტს.
როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, საუბარია 2014 წელს განხორციელებულ ძალადობაზე. ადვოკატის ინფორმაციით, მეუღლეები ერთმანეთს 2012 წელს დაშორდნენ, თუმცა საერთო შვილი ჰყავთ და შესაბამისად, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ბავშვთან ერთად საგურამოში ხშირად მიდიოდა. მისი თქმით, სწორედ ასეთი სტუმრობის დროს მოხდა ძალადობის ფაქტი.