თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება
თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება.

პირველი არხის ინფორმაციით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საკუთარ უფლებადამცველთან ერთად პოლიციის მთავარ სამმართველოში 16:00 საათზე ელოდებიან.

საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტს. გამომძიებლების კითხვებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი 7 საათი პასუხობდა.

როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, საუბარია 2014 წელს განხორციელებულ ძალადობაზე.

ადვოკატის თქმით, მეუღლეები ერთმანეთს 2012 წელს დაშორდნენ, თუმცა საერთო შვილი ჰყავთ და შესაბამისად, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი საგურამოში ხშირად მიდიოდა ბავშვთან ერთად.

მისი თქმით, სწორედ ასეთი სტუმრობის დროს მოხდა ძალადობის ფაქტი. დღესვე სამმართველოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატს, ლევან გორელაშვილს ელოდებიან.

სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე ლევან გორელაშვილის გამოკითხვა გუშინ იგეგმებოდა თუმცა პროცესი გამომძიებლის ინიციატივით დღეისთვის გადაიდო. დედოფალი მეფეს თანაცხოვრების პერიოდში მასზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებს.

დაზიანებები, რომლებიც ბაგრატიონ გრუზინსკის აქვს მიღებული – სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი. ინციდეტი 2014 წელს მოხდა, რის გამოც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხარე საქმის ხანდაზმულობის გამო შეწყვეტას ითხოვს.