თბილისის ოთხ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ოთხ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ოთხ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

სამგორის რაიონში 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ელექტრო მომარაგება, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის VII მიკრორაიონის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩისა და გმირ კურსანტთა ქუჩებზე.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირისა და ბროწეულის ქუჩის აბონენტებს. ასევე 11:00 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება უნივერსიტეტის ქუჩასაც.

კრწანისის რაიონში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეიზღუდება, კერძოდ კრწანისის ჩიხისა და კრწანისის ქუჩაზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.