თბილისის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ოთხ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, რეხის, ბარაკონის, აგიაშვილის, გურამ გაბისკირიას და ნატო გაბუნიას ქუჩების მცხოვრებლებზე.

დიდუბის რაიონში, ნადირა ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.

ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე ელექტროენერგია 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეწყდება.
კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოთხოვნის გამო, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების აბონენტებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.