თბილისის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

06:50, 19.11.2018

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ოთხ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩებზე დენი 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეწყდება.

საბურთალოს რაიონში, ჭილაიას ქუჩაზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეწყდება.

დიდუბის და ნაძალადევის რაიონებში, საქართველოს რკინიგზის მიერ გამანაწილებელ მოწყობილობაზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, რობაქიძის გამზირის და ქსნის ქუჩის მცხოვრებლებზე.

14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სანზონის დასახლებას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი