თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ლადო ათანელის საღამო გაიმართა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ლადო ათანელის საღამო გაიმართა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილი ბარიტონის, ლადო ათანელის საღამო – „30 წელი მსოფლიო საოპერო სცენაზე” გაიმართა.

საღამოზე ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტო“ და „მაკბეტი“ შესრულდა.

საღამოში მონაწილეობდნენ ქართველი ოპერის მომღერლები ნინო სურგულაძე, მარიკა მაჩიტაძე, ხათუნა ჭოხონელიძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და სხვა არტისტები.

ლადო ათანელის დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1989 წელს, ვერდის „ბალ-მასკარადშირენატოს პარტიით შედგა. ქართველი საოპერო მომღერლის რეპერტუარში 40-მდე საოპერო პარტიაა. ლადო ათანელი ფრანსისკო ვინიასისა და ბელვედერეს ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების პირველი პრემიისა და გრან-პრის მფლობელია.