თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სამგორის რაიონის მცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.

საბურთალოს რაიონის, კერძოდ, ვაჟა ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის, ოთარ ჭილაძისა და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს ელექტროენერგიაზე შეზღუდვა 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეხებათ.

ასევე ისნის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგია ნაწილობრივ 11:00-დან 13:00 საათამდე შეეზღუდება, მთაწმინდის რაიონს – 10:00-დან 17:00 საათამდე, დიდუბის რაიონს – 10:00-დან 21:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონს – 10:00-დან 18:00 საათამდე, ნაძალადევის რაიონს კი 10:00-დან 17:00 საათამდე.

„კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,  – აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.