თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონი – 02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის II კვარტლის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, ციალა გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინი, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, პეტრიწის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის, საბურთალოს, საირმის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიაღვრის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.