თბილისის N74-ე ბაგა-ბაღში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა
თბილისის N74-ე ბაგა-ბაღში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისის N74-ე ბაგა-ბაღში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ორი აღსაზრდელის მშობელმა ადმინისტრაციას აცნობა, რომ ბავშვებს ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა.

„ოჯახმა გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ბაღს მოგვიანებით შეატყობინა, რომ მათ შვილებს აღმოაჩნდათ დაავადება მუნი და ამ ფაქტის გათვალისწინებით, მიეღოთ შესაბამისი ზომები. ბაღის ადმინისტრაცია დაუკავშირდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციების მიხედვით, ჩაატარა ყველა აუცილებელი სადეზინფექციო სამუშაო. ფაქტის გამო, სააღმზრდელო პროცესი არ შეწყვეტილა“, – აღნიშნულია ბაღების სააგენტოს ინფორმაციაში.