თბილისის N71-ე საბავშვო ბაღის ზეიმზე პიროტექნიკის გამოყენებაზე მასალები შსს-ს გადაეგზავნება
თბილისის N71-ე საბავშვო ბაღის ზეიმზე პიროტექნიკის გამოყენებაზე მასალები შსს-ს გადაეგზავნება

თბილისის N71-ე საჯარო ბაგა-ბაღში პიროტექნიკის ამოქმედების შემთხვევაზე მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ვინმეს დაშავების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

ასევე, გვანცელაძის თქმით, ბაღის ადმინისტრაციისგან აქვს ინფორმაცია, რომ პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა.

„მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა და ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.

შემთხვევა კრწანისში 26 დეკემბერს მოხდა. წინასაახალწლო ზეიმზე ბაღში პიროტექნიკა გამოიყენეს. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.