თბილისის მთავრობის სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურულია - კახა კალაძე განცხადებას 11:00 საათზე გააკეთებს 
თბილისის მთავრობის სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურულია - კახა კალაძე განცხადებას 11:00 საათზე გააკეთებს 

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება ჟურნალისტებს დღეს არ მიეცათ.

როგორც მედიას განუცხადეს, თბილისის მერი კახა კალაძე სხდომის დასრულების შემდეგ, 11:00 საათზე განცხადებას გააკეთებს.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა თემას შეეხება კახა კალაძის განცხადება.