თბილისის მსოფლიო ჩემპიონატზე პარაწოლჭიმში დღეს აჰმად რაზმაზარი იასპარეზებს #1TVSPORT
დღეს, სამ დეკემბერს თბილისის მსოფლიო ჩემპიონატზე პარაწოლჭიმში საქართველოს სახელით ძალოსანი აჰმად რაზმაზარი 80 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოვა.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე ექვსი პარასპორტსმენით არის წარმოდგენილი. დღეს მამაკაცები 80 კგ-მდე, ქალები კი 86 კგ-მდე წონით კატეგორიებში იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა თბილისში 27 ნოემბერს დაიწყო და ექვს დეკემბერს დასრულდება. ტურნირი 2024 წლის პარიზის პარალიმპიური თამაშების პირველი სალიცენზიო შეჯიბრებაა, სადაც მონაწილეობას 75 ქვეყნის 800-მდე პარასპორტსმენი იღებს.
თბილისური ტურნირის მედიამხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.