თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება „დელისზე“ ხანძარმა გამოიწვია
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება „დელისზე“ ხანძარმა გამოიწვია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება მეტროსადგურ „დელისზე“ ხანძარმა გამოიწვია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, „დელისის“ მეტროსადგურზე ხის შპალი დაიწვა.

მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა დილიდან შეფერხებულია.