თბილისის მეტროს საბურთალოს ორივე ხაზზე მოძრაობა აღდგა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, აღნიშნულ ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო, 15:40 საათიდან დროებით შეჩერებული იყო მგზავრთა მომსახურება.
„ტექნიკურმა ჯგუფმა დროულად შეძლო ხარვეზის აღმოფხვრა. ამ ეტაპისთვის, მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მგზავრთა გადაყვანას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.