თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია
თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია. მეტროს მეორე ხაზი მეტროსადგურ „დელისამდე“ მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ახალგაზრდა ადამიანი ლიანდაგებში ჩავარდა.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.