თბილისის მერმა პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა
თბილისის მერმა პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და თავიანთ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სწორედ პედაგოგებზეა დამოკიდებული მომავალი თაობის ცოდნა და განათლება.

„მინდა, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მივულოცო ჩვენს პედაგოგებს, ადამიანებს, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი მომავალი თაობის ცოდნა და განათლება. ზუსტად თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე. მინდა გისურვოთ, რომ გაგმართლებოდეთ იმედები და ის შრომა, რომელსაც თითოეული ბავშვის აღზრდაში დებთ. მინდა, წარმატებები გისურვოთ ყველას“, – მიმართა კახა კალაძემ პედაგოგებს.